logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ რეკომენდაცია მაქვს, თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში - მელია
- +

29 ნოემბერი. 2023. 20:19

ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ისეთი სიხშირით ატარებენ, რომ, მგონი, პარლამენტის მორიგი არჩევნები საერთოდ გამორჩებათ,' – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

 

„„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ რეკომენდაცია მაქვს – თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია, შაბათ-კვირას კი ხელჩაკიდებულებმა იარონ ხან კვიპროსში, ხან „ვივამედში“. ასე ერთიანად პარტიას გადაარჩენენ და არჩევნებამდე მივლენ. სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა ერთი მაინც არის: თავმჯდომარის პოსტი გააუქმონ და თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში, სააკაშვილთან მიიტანონ, სადაც დახვდებათ ბოტასები და ამ თანამდებობისთვის ბრძოლა აღარ იქნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა იმართება. პარტიამ პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner