ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში 300 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo ავრცელებს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა ასობით სამხედრო თვითმფრინავი და ათასობით ტანკი დაკარგა უკრაინაში შეჭრისას და აღნიშნა, რომ მოსკოვის საერთაშორისო გავლენა მცირდება.
"ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ვლადიმირ პუტინის სტრატეგიულ შეცდომას უკრაინაში შეჭრისას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
"სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთმა დაკარგა თავისი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი: ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი და 300 000-ზე მეტი სამხედრო", - ხაზგასმით აღნიშნა მან.