logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია უნდა გასამართლდეს და შესაბამისად, პოლიტიკური საქმიანობის უფლებაც უნდა აეკრძალოს
- +

29 ნოემბერი. 2023. 22:28

როგორი ლანძღვაც იცის „ნაცმოძრაობამ“ და როგორც ამკობენ ერთმანეთს, ჩვენ რომ იგივე შეგვეძლოს, მათი სახსენებელი დიდი ხანია არ იქნებოდა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, თავისი დანაშაულებისთვის აუცილებლად უნდა გასამართლდეს.

 

 

„ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ დიდხანს ვერ გაძლებდა, იმ ფონზე, როცა ორი მმართველი ჰყავს. ერთი - კეზერაშვილი საზღვარგარეთ და მერაბიშვილი ქვეყანაში და მეორე - საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად პატიმარი, სააკაშვილი. რაც ყველაზე კარგია, თვითონ ამხელენ ერთმანეთს იმ უკანონობებსა და საძაგლობებში, რასაც წლების განმავლობაში სჩადიოდნენ და სჩადიან. როგორი ლანძღვაც იცის „ნაცმოძრაობამ“ და როგორც ამკობენ ერთმანეთს, ჩვენ რომ იგივე შეგვეძლოს, მათი სახსენებელი დიდი ხანია არ იქნებოდა. რომ არა დიდი მოთამაშეების ინტერესები, კეზერაშვილს არც იმ იარაღით საერთაშორისოდ ვაჭრობასა და არც იმ პენსიონერების ძარცვას, რასაც ახლა უხსენებენ „ნაცმოძრაობაშიც“, არავინ არ აპატიებდა და „ნაცმოძრაობაც“ დიდი ხნის გამქრალი იქნებოდა.

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ მთელი საქმიანობა შესწავლილ იქნას და პარტია გასამართლდეს, არა იმიტომ, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს, არამედ იმიტომ, რომ მომავალში ვერავინ ვერ გაბედოს იმავეს გაკეთება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner