logo_geo
eng_logo
პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
- +

29 ნოემბერი. 2023. 22:44

პარლამენტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

 

 

კანონპროექტით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება და განიმარტება ახალი ტერმინი „გონივრული საფუძველი“.

 

 

კანონპროექტის თანახმად, სამთავრობო კომისია გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინებს ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს. გარდა ამისა, წესრიგდება გაეროს სანქციების კომიტეტისადმი ან/და სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსადმი მიმართვასთან დაკავშირებული საკითხები.

 

 

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით შესრულდება MONEYVAL-ის მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული, საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში მოცემული შეფასებები და რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს FATF-ის სტანდარტებს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner