logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო 5 თვეა ძალიან კარგი კომუნიკაცია დავამყარეთ ევროკომისიასთან, ეს გამოცდილებაც დაგვეხმარება 9 ნაბიჯის შესასრულებლად
- +

29 ნოემბერი. 2023. 23:40

"მე ვფიქრობ, რომ 9 ნაბიჯი ბევრად უფრო მარტივი გადასადგმელია, იმიტომ რომ გვაქვს უშუალო კონკრეტიკა რას ელის ჩვენგან ევროკავშირი. 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ხშირად გვჭირდებოდა იმის გარკვევა, რა იგულისხმებოდა ზოგიერთ რეკომენდაციის მიღმა," - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„ბოლო 5 თვეა ძალიან კარგი კომუნიკაცია დავამყარეთ ევროკომისიასთან, ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, ეს გამოცდილებაც დაგვეხმარება ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად. გეგმა გაწერილია, 1-ელი დეკემბრიდან, 2014 წლის ბოლომდე. არის საკითხები რაც შეიძლება წელსაც მოვასწროთ, თუმცა ამ სამოქმედო გეგმის დიდი წილი 2024 წელზე მოდის“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

 

მან ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაცის შესახებ კანონზე და აღნიშნა, რომ შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს კომპლექსურ მიდგომებს.

 

 

„ჩვენ როგორც ევროკავშირისგან ასევე ევროკომისიისგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ დეოლიგარქიზაცია კონკრეტულ პიროვნებებზე არ უნდა იყოს აწყობილი, არამედ სისტემური მიდგომა უნდა ჰქონდეს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ შევიმუშავეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს რიგ ღონისძიებებს, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებებს. გეგმის მიხედვით კონკრეტულ კანონში საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა. ეს არის კომპლექსური, სისტემური მიდგომა, იმისთვის, რომ კონკრეტული პირების გავლენა პოლიტიკაზე, მედიაზე და ზოგადად საზოგადოებაზე არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი.

 

 

უკრაინული კანონი წარსულ ჩაბარდა, ღიად გვითხრეს, რომ ეს არ არის ის მიდგომა, რომელიც თქვენ გამოგადგებათო, იმიტომ რომ იქ აშკარად იყო პერსონალური მიდგომა, ჩვენ გვთხოვეს რომ სისტემატურად მივხედოთ ამსაკითხს“, - განაცხადა სამხარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner