logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: დისტანციურად ელექტრონული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეეძლება საკუთარი სახლიდან ინტერნეტით მისცეს ხმა. ასეთი არჩევნები თითქმის არსად არ ტარდება
- +

30 ნოემბერი. 2023. 00:05

"სპეციალურად ხდება ტერმინების არევა იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას თავგზა აურიონ. დისტანციურად ელექტრონული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეეძლება საკუთარი სახლიდან ინტერნეტით მისცეს ხმა. ასეთი არჩევნები თითქმის არსად არ ტარდება. გამონაკლისი არის 2-3 სახელმწიფო მსოფლიოში. იმიტომ არ ტარდება, რომ ასეთი არჩევნების დროს ძალიან დიდი რისკია ჰაკერული თავდასხმის და იმის, რომ საერთოდ არჩევნების შედეგები თავდაყირა დააყენოს იმ ძალამ, რომელსაც ეს არ აწყობს," - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა თუ რა საფრთხეებს შეიცავს ელექტრონულად დისტანციურად ჩატარებული არჩევნები.

 

 

„ჩვენს ემიგრანტებს აქვთ უფლება, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მათ აქვთ ეს უფლება იმ ქვეყნებში არსებულ საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში, სადაც არის საქართველოს საელჩოები და საკონსულოები. ჩვენი ემიგრაციის დიდი ნაწილი არის ან ევროპაში ან აშშ-ში. აქ ჩვენ თითქმის ყველგან გვაქვს საელჩო და თითქმის ყველგან გვაქვს საკონსულო წარმომადგენლობა. ყველა ქალაქში, რა თქმა უნდა, არ არის თუმცა, არის დედაქალაქებში და არის დიდ ქალაქებში. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენ ყველა ქალაქში არ გვაქვს საკონსულო, ვერ შეცვლის იმ რისკს, რა რისკიც დგება დისტანციურად ხმის მიცემის შემთხვევაში. როდესაც ადამიანი ხმას აძლევს სახლიდან ინტერნეტით, ეს ინტერნეტი არ არის დაცული. როდესაც ჩვენმა არაკეთილმოსურნემ იცის რა პერიოდში ტარდება არჩევნები და არსებობს სერვერი, სადაც მიდის ეს ხმები, შეიძლება ამაზე მოხდეს თავდასხმა და არჩევნების შედეგების გაყალბება. სწორედ ამ მიზეზით არ ატარებს მსოფლიოს ქვენების 99% დისტანციურ არჩევნებს. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე და ვერ უზრუნველყოფენ არჩევნების სანდოობას“, - აღნიშნა სამხარაძემ

right_banner right_banner
არქივი
right_banner