logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის ის, რომ აჭარა ოთხივე სეზონზე დატვირთულ ტურისტულ მიმართულებად გავხადოთ - 2025 წლისთვის უნდა შევძლოთ, რომ აჭარამ 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღოს
- +

30 ნოემბერი. 2023. 00:33

"წელს უპრეცედენტო იქნება სტატისტიკა, რომელიც წლის ბოლო გამოქვეყნდება - რეგიონში 4 მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. შესაბამისად, გვაქვს შემოსავლების ზრდა დაახლოებით 25% და ეს აისახება ყოველთვიურ დინამიკაზე," - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახლავთ ის, რომ აჭარა, განსაკუთრებით კი ბათუმი ოთხივე სეზონზე გავხადოთ მიმზიდველი და დატვირთული ტურისტული მიმართულება. ის მიზნობრივი, კამპანიური ძალისხმევა, რომელსაც ახორციელებს როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ემსახურება იმას, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ოთხივე სეზონზე დატვირთული იყოს. უკვე 2025 წლისთვის უნდა შევძლოთ, რომ აჭარამ მიიღოს 6 მილიონზე მეტი ვიზიტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული აჭარელის და აჭარის მცხოვრების შემოსავლებისთვის“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner