"სრულად აღიჭურვება ბათუმი თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების სისტემით. ეს დატბორვის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება," - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ბათუმელების მთავარი პრობლემა ავარიული სახლებია, რომლის მოგვარებასაც ვაპირებთ. ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა გვაქვს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსგან. ერთობლივად ვგეგმავთ პროექტებს. სრულად აღიჭურვება ბათუმი თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების სისტემით. ეს დატბორვის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება. უკვე ხელი მოვაწერეთ შესაბამის ხელშეკრულებას. სატრანსპორტო მიმართულებითაც არის გამოწვევები. მზარდი ტრაფიკის გათვალისწინებით. თუმცა, ვფიქრობთ, შემოვლითი გზა ამ პრობლემას მაქსიმალურად შეარბილებს“, - აღნიშნა რიჟვაძემ.