logo_geo
eng_logo
Le Figaro: გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის ფონზე ქვეყანაში ისლამისტების თავდასხმების რისკი რეალურია
- +

30 ნოემბერი. 2023. 01:22

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის ფონზე ქვეყანაში ისლამისტების თავდასხმების რისკი რეალურია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

 

 

"ჩვენ ვხედავთ ჯიჰადისტურ მოძრაობაში თავდასხმებისკენ მოწოდებებს - მოწოდებებს, რომ "ალ-კაიდა" და "ისლამური სახელმწიფო" შეუერთდნენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს", - განაცხადა გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ტომას ჰალდენვანგმა.

 

 

"არსებობს პოტენციური გეგმები [თავდასხმების თაობაზე] ებრაელების, ისრაელის ინსტიტუტების წინააღმდეგ, მაგრამ ასევე ქვეყანაში მასშტაბური საზოგადოებრივი ღონისძიებების წინააღმდეგ. საფრთხე რეალურია და დიდი ხანია ასეთი მაღალი არ ყოფილა", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner