გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზა ეპიკური ჰუმანიტარული კატასტროფის ეპიცენტრშია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
"ჩვენ არ უნდა ავარიდოთ თავი გაუარესებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელმაც მოიცვა ღაზა", - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
გაეროს გენერალური მდივანი მიესალმა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მოლაპარაკებებს ზავის გახანგრძლივების თაობაზე.
"მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ზავის გასახანგრძლივებლად, რასაც ჩვენ მტკიცედ მივესალმებით, მაგრამ მივიჩნევთ, რომ გვჭირდება ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტა", - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.