logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის ელჩი ეწვია
- +

30 ნოემბერი. 2023. 12:21

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლა.

 

რობინ დანიგანმა ადგილზე დაათვალიერა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადმოცემული სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო სპეციალური აღჭურვილობა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით აღჭურვილი ოპერატიული მართვის ცენტრი.

 

მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. თემურ მღებრიშვილმა აშშ-ის ელჩსა და აშშ-ის საელჩოს ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) წარმომადგენლობას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოწოდებული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მეხანძრე-მაშველებს ქვეყნის მასშტაბით სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურთან (ODC). არსებული თანამშრომლობის მიზანია სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება, როგორც ტექნიკური, ისე ექსპერტული მხარდაჭერის გზით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner