სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.
გრიგოლ ლილუაშვილმა და ალი ქაან ორბაიმ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და თურქეთის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, ისაუბრეს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე.