„სამი დღეა გვიწევს რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა „პოლიტიკოს“ სტატიაზე, რომელიც არის შეკვეთილი სტატია ლობიზმის შედეგად დამზადებული და აქვს ნულოვანი ფასი არა მარტო ჩვენთვის, არამედ - ზოგადად,“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე Politico-ს მიერ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას.
„თავიდანვე გამოვთქვით ეჭვი, რომ აქ [სტატიაში] სუფთად არ იქნებოდა საქმე. ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი შეკვეთილი სტატიები ქვეყნდება ხოლმე, მის უკან ჩანს ხოლმე ლობისტური ინტერესები, მათ შორის „შავი ფული“, რომელიც თავის დროზე კორუფციის ხარჯზე დააგროვა საქართველოში „ნაცმოძრაობამ“. ასეთ სტატიებს - გინდა Politico-ში დაიბეჭდოს და გინდაც სადმე სხვაგან, არავითარი ფასი აქვს. შესაბამისად, დიდი დროც არ უნდა დავუთმოთ ამ ყველაფერს. სამი დღეა გვიწევს რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა Politico-ს სტატიაზე, რომელიც არის შეკვეთილი სტატია ლობიზმის შედეგად დამზადებული და აქვს ნულოვანი ფასი არა მარტო ჩვენთვის, არამედ - ზოგადად“, - აღნიშნა კობახიძემ.