logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი ჯანდაცვის სფეროში უმსხვილესი ამერიკული კომპანიის „GE Healthcare"-ის ხელმძღვანელებს შეხვდა
- +

30 ნოემბერი. 2023. 21:35

ქალაქ ჩიკაგოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ჯანდაცვის სფეროში უმსხვილესი ამერიკული კომპანიის „GE Healthcare"-ის ხელმძღვანელებს და ქართული ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე, ხელი მოეწერა მემორანდუმს ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის, რომელიც „GE Healthcare"-ის საუკეთესო სამედიცინო აპარატურის საქართველოში რეფერალურ კლინიკაში განთავსებას ისახავს მიზნად. აღნიშნული მემორანდუმის მიხედვით, კლინიკას „GE“-ის ოფიციალური რეფერალური კლინიკის სტატუსი მიენიჭება, რაც ხელს შეუწყობს მეტი ამერიკული თანამედროვე აპარატურისა და მიდგომების დანერგვას ქართულ სამედიცინო სფეროში.

 

 

აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია, „GE Healtchare“ არის გლობალური ლიდერი სამედიცინო ვიზუალიზაციის, ინტერვენციული პროცედურების, ჯანდაცვის სერვისებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

 

 

აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის ჩართულობას ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯანდაცვის სფეროში ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner