logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება აუცილებელია
- +

30 ნოემბერი. 2023. 22:46

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა აღნიშნა.

 

 

შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ კიდევ მეტია გასაკეთებელი და დააკონკრეტა, რომ საჭიროა მეტი რაკეტა, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა.

 

 

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინრელი ხალხის მხარდაჭერაა. იმიტომ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, ეს არის მთლიანად ჩვენი უსაფრთხოება. მეორეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ევროპული თავდაცვა ახლა, ხვალ და მომავალში", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიევისთვის დახმარების გაზრდას უკრაინელი ხალხისა და ევროპელი მოქალაქეების მიმართ ვალდებულება უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner