„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატების შეხვედრაზე ბათუმში, ინციდენტი მოხდა.
68-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ წულაძის და ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ფატი ხალვაშის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ნაციონალური მოძრაობის ორი აქტივისტი მიიჭრა და პროვოკაციის მოწყობა სცადა.