ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ისრაელის მიზანი ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ განადგურებაა.
"მას [ენტონი ბლინკენს] ვუთხარი, რომ ჩვენ დავიფიცეთ, მე დავიფიცე, რომ „ჰამასს“ გავანადგურებთ. ვერაფერი შეგვაჩერებს", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზაში ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი არ გაათავისუფლებს მძევლებს, არ დაამარცხებს „ჰამასს“ და არ იქნება იმის გარანტია, რომ მსგავსი საფრთხე აღარასოდეს გამეორდება ღაზის მხრიდან.