logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე ოპოზიციას: მხოლოდ აქციებითა და მოთხოვნით, რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ, ევროკავშირი არავის ანიჭებს სტატუს და არც ვიზალიბერალიზაციის ფორმატს უხსნის
- +

1 დეკემბერი. 2023. 00:12

"ყველამ დაინახა, მათ შორის ევროკავშირში, რომ ოპოზიცია ძირს უთხრის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას," - ამის შესახებ ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

შეიძლება ვიღაც „ქართულ ოცნებაზე“ არ გიჟდებოდეს, მაგრამ როდესაც დღე და რამე იძახი, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული, ჩნდება კითხვა - თუ რუსულია, მაშინ რანაირად მოხდა ისე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, დადებითი რეკომენდაცია და ველოდებით კანდიდატის სტატუსს.

 

 

სწორედ ხალხის ნებით არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და უკვე მე-9 არჩევნებია, სადაც იგებს. ოპოზიციას შევახსენებ იმას, რომ მხოლოდ აქციებითა და მოთხოვნით, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ევროკავშირი არავის ანიჭებს არც არც სტატუს და არც ვიზალიბერალიზაციის ფორმატს უხსნის. აქ არის ძალიან დიდი მუშაობა, ის მუშაობა, რომელსაც მთელი სახელმწიფო სტრუქტურა დაწყებული 2014 წლიდან, ყოველდღიურად ასრულებს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner