"მარტივად გეტყვით, რა განსხვავებაა „ქართულ ოცნებასა“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მათ არ გააჩნიათ იდეოლოგია და არ გააჩნიათ გრძნობა, რასაც სამშობლო ჰქვია," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საუბარი უნდა იყოს იმაზე, რაზე ილაპარაკა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც დეოკუპაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ძალიან სამარცხვინო მცდელობაა მათი [ოპოზიცია] მხრიდან, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფორმატში მონაწილეობა დაჩრდილონ ან შავ ფერებში დახატონ. მათი განცხადებებიდან ძალიან მალე გაირკვა, რომ თურმე იქ საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა იმყოფებოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობის პირველი დიპლომატი და ასევე, თვითონ ევროკავშირის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლები, ისე, როგორც - ამერიკის შეერთებული შტატების. ეს არის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, სადაც რუსეთი წევრი ქვეყანაა. ის, რომ რუსეთის წარმომადგენელი იქ იქნებოდა, ცნობილი იყო არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის, არამედ იქ მყოფი ყველა სხვა სახელმწიფოსთვის. მარტივად გეტყვით, რა განსხვავებაა „ქართულ ოცნებასა“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მათ არ გააჩნიათ იდეოლოგია და არ გააჩნიათ გრძნობა, რასაც სამშობლო ჰქვია. ჩვენ დღეს უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რაზე ილაპარაკა იქ საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც დეოკუპაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ასევე მან ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ საჭიროა მათ შორის საქართველოს მოსახლეობის უფრო მეტად დაცვა საერთაშორისო ფორმატების გამოყენებით სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ა.შ.“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.