"ჩვენ ნათლად ვნახეთ, ევროკავშირმა, სხვადასხვა სტრუქტურისა და მაღალჩინოსნებით პირით აღიარა, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ ევროკავშირმა შარშან საქართველოს არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ისინი წელს ცდილობენ ამის გამოსწორებას," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„შესაბამისად, ფუჭია ყველა ის ბოროტი მოწოდება, რომელიც ჩვენი რადიკალი ოპოზიციის მხრიდან მოდის. აბსოლუტურად ფუჭია და ეს შედეგს არ გამოიღებს. შედეგს გამოიღებს ერთადერთი რამ - 9 ნაბიჯის ეფექტიანად შესრულება. ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ იქითა წლიდან უნდა გადავიდეთ შინაარსობრივ საკითხზე“, -აღნიშნა ბითაძემ.