აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ სამხედრო დახმარებას გაუწევს ისრაელს, როდესაც ისრაელი ღაზაში ოპერაციის განახლებას გადაწყვეტს.
"ჩვენ კვლავ მივიჩნევთ, რომ ისრაელს აქვს უფლება და პასუხისმგებლობა დაედევნოს იმოქმედოს "ჰამასის" წინააღმდეგ. მათ [ისრაელის მთავრობა] ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ როდესაც ეს [საბრძოლო] პაუზა დასრულდება, ისინი განაახლებენ საბრძოლო მოქმედებებს. როდესაც ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი კვლავ მიიღებენ აშშ-ის მხარდაჭერას: ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს, იარაღის სისტემებს, რაც მათ სჭირდებათ, ასევე რჩევებს, რაც ჩვენ შეგვიძლია [მათ] შევთავაზოთ", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.