logo_geo
eng_logo
უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომ შემდეგი არჩევნები მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდება
- +

1 დეკემბერი. 2023. 00:21

უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომ შემდეგი არჩევნები მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

უკრაინის პარლამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა, საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები და დელეგირებული წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მომავალი თავისუფალი და სამართლიანი ეროვნული არჩევნები [საპარლამენტო, საპრეზიდენტო] ჩატარდება ომისა და საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ, არჩევნების ჩასატარებლად მოსამზადებისთვის საკმარისი დროის გათვალისწინებით [საომარი მდგომარეობის დასრულებიდან, სულ მცირე, 6 თვის შემდეგ].

 

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ სპეციალური კანონის შემუშავებაზე, რომელიც დაარეგულირებს ომისშემდგომი პირველი არჩევნების სპეციფიკას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner