logo_geo
eng_logo
ბლინკენი: ყველამ, ვინც ზრუნავს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე, უნდა მოითხოვოს „ჰამასისგან“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტერორისტული აქტები და უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების ფარად გამოყენება
- +

1 დეკემბერი. 2023. 01:13

ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ჰამასს“ იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

 

 

"ჰამასს" შეუძლია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი. მას შეუძლია შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენება და შეწყვიტოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ტერორისტული თავდასხმების მოსაწყობად გამოყენება. "ჰამასს" შეუძლია იარაღის დაყრა, იმ ლიდერების გადაცემა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაზე, წამებასა და გაუპატიურებაზე. "ჰამასს" შეუძლია უარი თქვას თავის გაცხადებულ მიზანზე - ისრაელის განადგურებაზე", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

 

"მსოფლიოში ყველამ, ვინც ზრუნავს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე, უნდა მოუწოდოს „ჰამასს“, მოითხოვოს „ჰამასისგან“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტერორისტული აქტები და უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების ფარად გამოყენება", - დასძინა ენტონი ბლინკენმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner