„გაერთიანებები აუცილებელია თუკი მათ [ოპოზიციურ პარტიებს] სურთ, რომ წარმატება მოიპოვონ საარჩევნო პროცესის დროს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მაგრამ პარალელურად ვითარდება დესტაბილიზაციის მცდელობების მთელი კასკადი, რომელიც ახასიათებდათ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს. გაერთიანდებიან თუ არა - მათი ზნე არ იცვლება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.