logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ეუთო-ს მინისტერიალზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ
- +

1 დეკემბერი. 2023. 11:26

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართული ეუთოს მინისტრთა 30-ე საბჭო დადებითად შეაფასა. მისი თქმით, მინისტერიალზე პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

დღევანდელი დღე იყო ძალიან წარმატებული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევე ერთხელ დაფიქსირდა ერთიანობა ჩვენს პრობლემებთან მიმართებით. ძალიან ბევრისგან მოვისმინე ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენი მისიაა, რომ თანმიმდევრულად ვიმუშაოთ პარტნიორებთან და მუდმივად გვქონდეს მათი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner