ომარ ნიშნიანიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„ერთმა პოლიტიკოსად ჯერ არ დაბადებულმა სუბიექტმა თურმე პოლიტიკური გვამი მიწოდა მაშინ, როცა თვითონ, როგორც პოლიტიკური ემბრიონი, ჯერ ისევ კვერცხში ზის და კაცმა არ იცის გამოიჩეკება თუ არა. თანაც კვერცხად ყოფნის პერიოდში მრავალგზის შეიცვალა ორიენტაცია იმის მიხედვით, გარეთ რომელი პარტიის დროშა ფრიალებდა და ვისგან მიიღებდა წყალობას.
ამ ეტაპზე ამ პიროვნების დასახელებისაგან თავს შევიკავებ, თუმცა კი მინდა ერთი კეთილი რჩევა მივცე მას - ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე, თორემ ადვილი მოსალოდნელია გამოჩეკამდე კვერცხშივე გალაყდე, რადგან პოლიტიკოსად დაბადება რომ გაგიჭირდება, მაგ ნათქვამიდანაც გეტყობა. შენ რაც არ უნდა მიწოდო, მე ვერაფერს მავნებს, ეს შენ უფრო დაგაზარალებს, მე კი გავაგრძელებ „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში ღირსეული კანდიდატების მხარდაჭერას."- წერს ნიშნიანიძე სოციალურ ქსელში.