„ევროკომისიამ ხაზი გაუსვა იმ გაწეულ შრომას, რომელიც წარიმართა "ქართული ოცნების" მიერ სამუშაო ჯგუფების ფარგლებში“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები დაკავებულნი იყვნენ ევროპაში სიარულის დროს იმით, რომ ეთქვათ - სამუშაო ჯგუფები იყო არაფრის მომცემი. ჩვენ უკვე გადავდგით პოზიტიური ნაბიჯი, რომ გაიხსნას დისკუსია, ვის როგორ ესმის კონკრეტულ საკითხზე მუშაობა, ვინ რა შინაარსს ხედავს კონკრეტულ პრიორიტეტში. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, სივრცე იყოს იმისთვის, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდეთ დისკუსიის შესაძლებლობა და თუ ისინი აქ მიიღებენ მონაწილეობას, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ.
რაც შეეხება მოლოდინს, რა თქმა უნდა, ნაკლები მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი შინაარსობრივად ჩაერთვებიან და მოწადინებულები იქნებიან წვლილი შეიტანონ ამ პროცესში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.