2023 წლის 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფისა და სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, ტარდება აბრეშუმის გზის საერთაშორისო სიმპოზიუმი.
სიმპოზიუმი ეძღვნება ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს და „სარტყელი და გზის“ ინიციატივის 10 წლისთავს.
სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულნი არიან ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა საპატიო სტუმრები.
სიმპოზიუმის მიზანია: მეცნიერებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორის ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; ჩინეთისა და მისი როლის მნიშვნელობის გააზრება ისტორიულ და თანამდროვე კონტექსტში.
საერთაშორისო სიმპოზიუმი ემსახურება სამეცნიერო იდეების გაცვლას; კვლევის შედეგების გაცნობას და სამეცნიერო დისკუსიების პლატფორმის ჩამოყალიბებას; ისტორიულ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული თემების მრავალფეროვანი სპექტრის ანალიზს, მის გავლენასა და მნიშვნელობას თანამედროვე საზოგადოებასა და ბიზნესის, კულტურისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებზე.