logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკიზე: როცა ომში ხარ, სჯობია საერთოდ არ ილაპარაკო და შენი საქმე აკეთო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შენი საქმე მარტო ლაპარაკი არ გგონია
- +

1 დეკემბერი. 2023. 14:47

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას აფასებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინულ მხარეს კონტრშეტევის დროს უფრო სწრაფი შედეგების მიღწევა სურდა და ამ თვალსაზრისით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.

 

ნიკოლეიშვილის განცხადებით, მსგავს ფრაზებს ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი არ უნდა იყენებდეს. მისივე თქმით, ზელენსკი 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დასცინოდა და აცხადებდა, რომ ქვეყანას რუსეთის შეეშინდა.

 

„არ ველოდი“, „არ მეგონა“, „სხვანაირად გვინდოდა“, „არ გამოვიდა“-არ უნდა მიეკუთვნებოდეს იმ სიტყვებისა და ფრაზების ჩამონათვალს, რომელსაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი უნდა იყენებდეს. სამწუხაროდ, ასეთებიც არიან და მათ რიცხვს ზელენსკიც მიეკუთვნება. ისე ხუმარას როლში „კარგად“ დასცინოდა საქართველოს რუსეთთან ომის დროს „შეშინდნენო“. ... ყოფილი ჯამბაზი და კომედიანტი როცა ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ხდება, მერე „არ ველოდი“ და „სხვანაირად გვინდოდა“ მისთვისაც და მისი პატრონებისთვისაც ლამის კანონზომიერი ხდება, ამიტომ როცა ომში ხარ, სჯობია საერთოდ არ ილაპარაკო და შენი საქმე აკეთო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შენი საქმე მარტო ლაპარაკი არ გგონია!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner