logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი: ბიძინა ივანიშვილი აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს დიდ, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეებს!
- +

11 სექტემბერი. 2016. 23:52


ლეკა მენაბდიშვილი ფონდი „ქართუს" მიერ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას ეხმიანება:



„ამ პროექტს აფინანსებს კაცი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს თავისი წვლილი, კაცი რომელიც არის უბრალოდ მოქალაქე და კაცი, რომელიც ყველანაირი მოლოდინების გარეშე აკეთებს კარგ საქმეებს... ბიძინა ივანიშვილი აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს დიდ, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეებს!

 

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ"- აღნიშნავს მენაბდიშვილი.

 

 




საქართველოს შუაგულში, კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება, რომელიც იქნება საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი დასავლეთ საქართველოსთვის და მიზიდულობის ცენტრი მთელი რეგიონისთვის.


ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.


მათივე ცნობით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის და თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ცენტრის საერთო ბიუჯეტი ამ ეტაპზე 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ".


60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც 
 გაშენდება 140 ჰექტარზე, უზრუნველყოფს ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც სჭირდება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის.


სტუდენტთა პირველ ნაკადის მიღება დაგეგმილია 2019 წლისთის.


ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, თბილისში განლაგებული ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაპროექტებას, მშენებლობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას სრულად უზრუნველყოფს ფონდი "ქართუ".


ორივე მეგაკომპლექსი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში და, როგორც თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ისე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება სახელმწიფო დაწესებულება.


12 სექტემბერს, 10: 30 საათზე, ქუთაისში გაიმართება საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.


პრეზიენტაცია გაიმართება მუხნარის ადმინისტრაციულ  ერთეულში, რიონჰესის დასახლებაში. ტერიტორია მოქცეულია თბილისი-ქუთაისის ძველ და ახალ მაგისტრალებს შორის, ქუთაისი- ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner