logo_geo
eng_logo
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა სამსახურს ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება
- +

1 დეკემბერი. 2023. 21:12

 

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა სამსახურს ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება.

 

 

ნიკოლოზ პოპიაშვილი 2024 წლის 15 იანვრიდან საქართველოს ბრიუსელში, მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ოფისში წარმოადგენს, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ადგილზე გაეცნობა და მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სფეროში მიღებულ გამოცდილებას ქართულ უწყებას გაუზიარებს.

 

 

სამსახურს შესაძლებლობა ექნება აქტიურად გაეცნოს ყველა იმ ტენდენციას, უშუალო საქმიანობის სპეციფიკას, რომელიც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი კანონის იმპლემენტაციას, ასევე ხელს შეუწყობს იმ სხვა სპეციფიკის ინტეგრირებას ყოველდღიურ საქმიანობაში, რომელიც უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ისტორიულად უფრო მეტს მოიცავს ამ სამსახურის საქმიანობა და აი ამ საქმიანობის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის განვითარებას“, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ საუბრისას ნიკოლოზ პოპიაშვილმა.

 

 

პარალელურად, მონაცემთა დაცვის ევროპულმა საბჭომ ჩვენი ქვეყნის მონაცემთა დაცვის სამსახურს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა. საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner