logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: ხაბეიშვილი არის ლუმპენ-პროლეტარიატი, ხაზარაძე-ოლიგარქი. კეზერაშვილი ცოტა აღმატებულია - ჩვეულებრივი ბანდიტია
- +

2 დეკემბერი. 2023. 01:11

 


"ეს ოპოზიცია არ არის, ეს მეხუთე კოლონაც არ არის“,- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ „postv“-ის ეთერში განაცხადა.

 

 

ოდიშარიამ ოპოზიციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ კლასობრივი ბრძოლა აქვთ.

 

 

ჩვენ ხომ ვძულვართ. გასაგებია, რომ კლასობრივი ბრძოლა აქვთ. ჩვენ მათთვის ვართ ბურჟუაზია, თვითონ არიან პროლეტარიატი. ხაბეიშვილი არის ლუმპენ-პროლეტარიატი. უკრაინული კანონი რომ აიღო, ხაზარაძე არის ჩვეულებრივი ოლიგარქი. მე ძალიან კარგად ვიცნობ მას ახალგაზრდობიდან, ძალიან კარგად ვიცი ვინ არის და რა არის მამუკა ხაზარაძე და ახლა ვიძახი, რომ ფაქტობრივად ის არის ოლიგარქი იმიტომ, რომ ის არის ტელევიზიის და პარტიის მფლობელი, ის არის უზარმაზარი ფულის მფლობელი, ამ ფულს როგორ მართავს და საიდან შოულობს მაგაზე აღარ ვიტყვი, თავის დროზე ასავალ-დასავალი პუბლიკაციებს არ ინანებდა. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ცოტა აღმატებულია. კეზერაშვილი არის ჩვეულებრივი ბანდიტი. სხვათა შორის, გაუგებარია, როგორც ვიცი ისრაელში არის კანონი, რომელიც კორუფციას არ პატიობს არსად და არასდროს არავის, საკუთარ მოქალაქეს, სადაც არ უნდა ჩაიდინოს. მგონი ჩვენც უნდა გამოვაცხადოთ მსგავსი რამ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner