"ეს იარაღი (უცხოური აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი) ძალიან მძლავრია და ჩვენ ალბათ კი არა, აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ მას," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ ანალოგიური შინაარსის კანონის მიღებას ევროკავშირშიც გეგმავენ.
„რაც უნდა მოხდეს და მიიღო ევროკავშირმა ეს კანონი, ყოველთვის სტიგმაა ასეთი, ბრენდია ჩვენი ლიბერალებისათვის გადმოგდებული ზემოდან, რომ ერთ რამეს, მცირე მიდგომასაც არ შეცვლიან. მათი ძირითადი არგუმენტი, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი არის ის, რომ მე ვიღებ გამჭვირვალობის ხარისხს, რომელიც ეხება რუსეთის ზეგავლენას ევროკავშირის სივრცეში. მაგრამ ერთი თვის წინ ჩვენი ნაცების სტატია გამოჩნდა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში, სადაც ჩამოთვლილი იყო 20-მდე რუსული ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს საქართველოში და რომელთა დაფინანსების მინიმუმ 2 წყარო დასახელდა - მოსკოვის მერია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამემამულეებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და მესამე, ხომ ჩვენ ვიცით, კულტურის სამინისტრო. საუბარია სხვადასხვა თეატრების და ლაკა ხოშტარიას დაფინანსებაზე. სხვათა შორის უნდა მივულოცო მას, ის ადამიანი, რომელიც მარიინსკის თეატრში იყო და ვისგანაც ის დაფინანსებას იღებდა, გერგიევი, დიდ თეატრში დაინიშნა და ეს ალბათ აისახება მისთვის განკუთვნილ გზავნილებში. რაც უნდა ილაპარაკონ, ეს კანონი მისაღებია და ჩვენ ის უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.