logo_geo
eng_logo
შოკოლადის საახალწლო ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში იმართება
- +

2 დეკემბერი. 2023. 13:16

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2 და 3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი იმართება.   

 

 

ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციებიa  წარმოდგენილი.

 

 

ფესტივალი ბასტი-ბუბუს კონცერტით და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნება,  მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და ბევრი გათამაშება დახვდებათ. დამთვალიერებლები ორივე დღის განმავლობაში ‘’ქუჩის თეატრის’’ წარმოდგენასაც იხილავენ.

 

 

ფესტივალზე კონდიტერი ვაჟა წულუკიძე შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასს ჩაატარებს. ღონისძიებაზე საახალწლო გვირგვინებისა და შოკოლადიანი თათარას მოდუღების მასტერკლასიც გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.

 

 

ფესტივალის ფარგლებში ბავშვებისთვის ბოტანიკური ბაღის ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდება. 

 

 

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი უკვე მეხუთედ გაიმართება. წლევანდელი წელი მასშტაბურობით გამოირჩევა, მონაწილეობას 30-მდე კომპანია მიიღებს, მათ შორის არიან დამწყები მეწარმეები და ყველასათვის კარგად ნაცნობი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიები.   

 

 

‘’შოკოლადის საახალწლო ფესტივალი’’ 2 და 3 დეკემბერს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე გაგრძელდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner