logo_geo
eng_logo
პრემიერი: ელექტროენერგიის 85% საქართველოში განახლებადი წყაროებიდან მოდის, თუმცა განახლებადი ენერგეტიკის წილის გაზრდა ჩვენი პრიორიტეტია. ჩემი მთავრობა მხარს უჭერს იმას, რომ ევროპა გახდეს პირველი კონტინენტი, რომელსაც ექნება ნული ემისია
- +

2 დეკემბერი. 2023. 14:25

"ელექტროენერგიის 85% საქართველოში განახლებადი წყაროებიდან მოდის, თუმცა განახლებადი ენერგეტიკის წილის გაზრდა ჩვენი პრიორიტეტია. ჩემი მთავრობა მხარს უჭერს იმას, რომ ევროპა გახდეს პირველი კონტინენტი, რომელსაც ექნება ნული ემისია," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

„საქართველოში სერიოზულად აღვიქვამთ ჩვენს როლს და სერიოზული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. მიმდინარე წელს 500 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან კლიმატის შერბილებისა და ადაპტაციის ზომებისთვის. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე მიიღება მხედველობაში დაბალი ნახშირბადისა და კლიმატის ადაპტაციის ზომების გამოყენება, რომელიც უდრის 300 მილიონ დოლარს. ჩემი მთავრობა მხარს უჭერს იმას, რომ ევროპა გახდეს პირველი კონტინენტი, რომელსაც ექნება ნული ემისია. ამ თვალსაზრისით მივიღეთ ხანგრძლივი სტრატეგია დაბალი ემისიის განვითარებისთვის. საქართველოს აქვს უფრო ამბიციური ეროვნული კონტრიბუციის გეგმა 2050 წლისთვის. ელექტროენერგიის 85% საქართველოში განახლებადი წყაროებიდან მოდის, თუმცა განახლებადი ენერგეტიკის წილის გაზრდა ჩვენი პრიორიტეტია. საქართველო უერთდება გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციას განახლებადი და ენერგიის ეფექტური დაპირების და გეგმების თვალსაზრისით. მე ძლიერად ვუჭერ მხარს გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის ხედვას იმისთვის, რომ გასამმაგდეს განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა 2030 წლისთვის. დასკვნის თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ, შევესაბამებოდეთ მომენტის უნიკალურობას და შევქმნათ უფრო ნათელი, ჯანსაღი და მწვანე მომავალი ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner