logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: როდესაც ადამიანის გარდაცვალებაზე, მით უმეტეს ძალადობრივ გარდაცვალებაზე ვსაუბრობთ...
- +

12 სექტემბერი. 2016. 00:43



შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გადაცემა „იმედის დროში" ქყევანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას აფასებს და აღნიშნავს, რომ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულთა რიცხვმა იკლო. თუმცა, კონკრეტული მკვლელობები მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.


 

„როდესაც ადამიანის გარდაცვალებაზე და მით უმეტეს ძალადობრივ გარდაცვალებაზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ სტატისტიკის მოშველიება უადგილოა, რადგან ეს არის ტრაგედია, როგორც გარდაცვლილის ოჯახისთვის ასევე ყველა ჩვენთაგანისთვის.

 

მიუხედავად ამისა, მე მინდა გითხრათ, რომ ეს გახმაურებული მკვლელობები ცხელ კვალზე იქნა გახსნილი რაც მიუთითებს პოლიციის მაღალ პროფესიონალზმზე.

 

თუ მაინც და მაინც სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, თუკი გადავხედვათ სტატისტიკას, არ მაძლევს ციფრები იმის თქმის საშულებას, ვთქვა, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაზრდილია. პირიქით,  მძიმე დანაშაულებების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო."- განაცხადა შს მინისტრმა. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner