logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
- +

2 დეკემბერი. 2023. 16:50

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს შეხვდა.

 

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობასა და ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკებს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე. ნათია თურნავამ პეტრ კუბერნატს პირადად გადაუხადა მადლობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა საქართველოს მთავარი მიზანია.

 

 

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჩეხეთის ელჩს ქართულ საფინანსო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები გააცნო. ასევე ისაუბრა საქართველოს პერსპექტივაზე რეგიონში ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით და ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრების განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო. მათ შორის, ციფრული ლარის პროექტი და ღია ბანკინგის სტანდარტის წარმატებით დანერგვა. თავის მხრივ, პეტრ კუბერნატმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოწინავე პოზიციას ფინტექის მიმართულებით.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ჩეხეთის ეროვნულ ბანკთან შესაძლებლობების განვითარების მიმდინარე პროგრამა, ისაუბრეს მის მნიშვნელობასა და მომავალში გაგრძელების აუცილებლობაზე. აღნიშნული პროგრამა ტრენინგების, ვორკშოპებისა და სემინარების ჩატარებას გულისხმობს.

 

 

აღსანიშნია, რომ ჩეხეთის მხარემ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და EBRD-თან ერთად მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავებაში, ასევე ფინანსური და ეკონომიკური სისტემების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში გაუწია დახმარება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner