ზედიზედ მესამედ, „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში გავიდა. ლევან მაისაშვილის გუნდმა ნახევარ ფინალური შეხვედრა ავჭალის სარაგბო მოედანზე ესპანეთის იბერიანსის წინააღმდეგ ჩაატარა და 41:0 გაიმარჯვა.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ივანიშვილი დასახელდა. „შავი ლომის“ მეტოქე ფინალში ისრაელის „თელ-ავივ ჰითსა“ და რუმინულ „ვულვზს“ შორის გამარჯვებული იქნება.