logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ყველა პუნქტი, ყველა მიმართულება, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოკიდა, არის ხელშესახები წარმატება
- +

2 დეკემბერი. 2023. 21:19

 

 

დაახლოებით წელიწად-ნახევარის განმავლობაში საქართველომ, კერძოდ კი მისმა ხელისუფლებამ და ზოგადად გუნდმა გამოიარა ძალიან ბევრი ბარიერი, გადალახა ბევრი პრობლემა და საბოლოოდ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა მართალი“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ყველა პუნქტი, ყველა მიმართულება, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოკიდა, არის ხელშესახები წარმატება. წელიწად-ნახევრის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, გამოიწვია ის, რომ არც ჭურვების წვიმა წამოვიდა, არც ომის ქარ-ცეცხლმა გადაუარა საქართველოს. ეკონომიკური წინსვლა გვაქვს ძალიან ხელშესახები მასშტაბით. რამდენიმე დღეში კი ჩვენ ველოდებით გასულ წელს დაუმსახურებლად არმიცემული კანდიდატის სტატუსის დამსახურებულად მონიჭებას. ამ მოცემულობაში „ქართული ოცნების“ ნდობა კიდევ უფრო გაზრდილია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner