logo_geo
eng_logo
მარკ რეგევი: ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა ცეცხლის მიღმა დარჩეს
- +

2 დეკემბერი. 2023. 21:45

 

 

ისრაელი ხელს შეუწყობს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინიტრის მრჩეველმა, მარკ რეგევმა განაცხადა.

 

პრესკონფერენციაზე საუბრისას რეგევმა აღნიშნა, რომ „ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა ცეცხლის მიღმა დარჩეს.”

 

„მოვუწოდებთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, იყვნენ ადგილზე განკუთვნილ უფრო უსაფრთხო ზონებში, სადაც ჩვენ ველოდებით მშვიდობიანი მოსახლეობის შეკრებას, ვიდრე საბრძოლო მოქმედებები არ დასრულდება”, – განაცხადა რეგევმა.

 

ამასთან ერთად, როგორც მედია წერს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ პირველად, დღეს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული დაახლოებით 50 სატვირთო მანქანა შევიდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner