logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: პრემიერმა ნათლად თქვა - უნივერსიტეტი არის ავტონომიური დაწესებულება!
- +

11 მარტი. 2016. 19:17


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს უნივერსიტეტის რექტორთან. მისი თქმით, უნივერსიტეტმა არჩევნების კანონის ფარგლებში ჩატარება ვერ მოახერხა და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს.


ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმ პროცესებს რაც უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მაქვს მუდმივი კომუნიკაცია უნივერსიტეტის რექტორთან. მე მას არაერთხელ დავუდასტურე ჩემი შეშფოთება უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, მმართველობის და რექტორის ფუნქციაა, რომ ყველა პრობლემა მოაგვარონ, განსაკუთრებით ის, რაც სტუდენტებს და მათ დასმულ შეკითხვებს შეეხება. უნივერსიტეტმა პრაქტიკულად ისიც ვერ უზრუნველყო რომ არჩევნები წესით და კანონით როგორც არის ისე ჩაეტარებინა. ეს შემაშფოთებელი და ნეგატივის მომტანია. ასეთი რამ არცერთ უნივერსიტეტში არ ხდება. ყოველი დღე და საათი ძვირფასია და ეს პრობლემა მალე უნდა გადაიჭრას.


პრემიერმა ძალიან ნათლად თქვა, რომ უნივერსიტეტი არის სწორედ ავტონომიური დაწესებულება და არავინ არასდროს უნდა სცადოს, რომ ამაში ჩაერიოს. ზუსტად ამიტომაც, გვერდიდან ვადევნებთ თვალს და ჩართული ვართ იმ კომუნიკაციაში, რომლის ფარგლებშიც შევეცდებით მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვითამაშოთ მედიატორის როლი. ეს საკითხები რაც ახლა ისმევა, არის წმინდა ადმინისტრაციული საკითხები. რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში წესების დაცვით ჩატარდა და ვერ წამომიდგენია, რატომ უნდა ამტყდარიყო ასეთი ამბავი კანცლერის არჩევნებზე". - განაცხადა თამარ სანიკიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner