logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო არასამათავრობო სექტორი და აქტიურად ჩავერთო პოლიტიკაში!
- +

12 სექტემბერი. 2016. 02:59



„ახალგაზრდულ ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას ავრცელებს:


 

„მეგობრებო მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო არასამათავრობო სექტორი და აქტიურად ჩავერთო პოლიტიკაში, სრულად ვიზიარ და ვგრძნობ დიდ პასუხიმსგებლობას, რომელსაც ჩემი გუნდი და ვაზისუბნის ამომრჩეველი მანიჭებს. გადაწყვეტილება პოლიტიკაში წავლის შესახებ ადვილად არ მიმიღია, როგორც მოგეხსენებათ ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში მუდამ ვიდექი მოსახლეობის გვერდით და თითოეული თქვენგანის უფლებებს ვიცავდი, მაგრამ ახლა ვთვლი რომ მოვიდა დრო არასამთვრობო სექტორიდან წავიდე პოლიტიკაში, რათა ქმედითი ნაბიჯებით შევძლო მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა. ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე მე მჭირდებოდა ახალი გამოწვევა, საჭირო იყო გადავსულიყავი ცხოვრების ახალ ეტაპზე, ეს ახალი ეტაპი კი პოლიტიკა გახლდათ, რომელიც ჩემი მოღვაწეობის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.

 

ღრმად მწამს შევძლებ მოსახლეობის იმედების გამართლების და გამარჯვების შემთხვევაში გავაუმჯობესებ თითოეული ვაზისუბნელის ყოველდღიურ ცხოვრებას."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner