logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: გოგას ფილმში მამაჩემის მკვლელობა არ არის გადაღებული- მიზეზი მარტივია...
- +

12 სექტემბერი. 2016. 03:12



გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:


ბევრი მეკითხება და განვმარტავ:

 

გოგას ფილმში მამაჩემის მკვლელობა არ არის გადაღებული და ამის მიზეზი მარტივია - ამჟამად, საქმე, პროკურატურაში, აქტიურ ძიებაშია. გოგას ფილმი რომ ჟურნალისტური გამოძიება იყოს, ჰო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი ვერსია ვერ დაიდებოდა. მე ვიქნებოდი, პირველ რიგში, წინააღმდეგი, რადგან სანამ გამოძიებით არ დადასტურდება ყველაფერი, იქნებ, რამე დეტალში ვცდები და ხალხს რატომ უნდა დაამახსოვრდეს დამახინჯებულად?! ამ ფილმში ხომ ყველაფერი ოფიციალურად დადასტურებულია, უბრალოდ, ინსცენირებულია მსახიობების მიერ.

 

ასე რომ, ამაში გასაკვირი და მითუმეტეს, საწყენი არაფერი არაა.

მე თქვენ გპირდებით, რომ გურამ შარაძის მკვლელობაზე (ცხოვრება-მოღვაწეობაზე რომ არაფერი ვთქვა) არაერთ ფილმს გადაიღებენ და პირველი, ვინც ამას გააკეთებს, მე ვიქნები"- აღნიშნავს რუსუდან შარაძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner