logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე: მათ ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა არაფერი სურთ
- +

3 დეკემბერი. 2023. 12:19

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ის მიესალმება იმ კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შემუშავების პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული.

 

„მივესალმები კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შემუშავების პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული და ახლა დააანონსა, რომ ის შეუერთდება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს.

 

რაც შეეხება მავნებელ საქართველოს კომუნისტურ პარტიას, რა თქმა უნდა, არ ჩაერთვებიან ამ პროცესში. ხალხო, დაიჯერეთ, ამ ხალხს არ სურთ, რომ თქვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები იყოთ. მათ საერთოდ არაფერი არ სურთ ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა“, - აცხადებს ბექა ოდიშარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner