logo_geo
eng_logo
ლაშა გეგეჭკორი: წადი, ნოდარ, შეკვეთილში, ბაობაბები ნახე უფასოდ…
- +

3 დეკემბერი. 2023. 16:10

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათს“ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მეტი სიმართლე ხალხს!

 

„როგორ ეპატრონებიან მიწებს ხელისუფლებასთან შეკრული რუსეთში გამდიდრებულები“ - ამ სათაურით გავიდა გუშინ ნოდარ მელაძის გადაცემაში მორიგი ბლეფი.

 

ჰო, როგორ?

 

საპრივატიზაციო მიწის(სახელმწიფო ქონების) გასხვისების და ფასის საკითხი გადის და მტკიცდება საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

 

გასაყიდი მიწის ფასის დადგენის დროს ყურადღება ექცევა, რა ბიზნეს-გეგმას წარმოადგენს პოტენციური მყიდველი, ანუ რას აპირებს გააკეთოს: თემა, რამდენ ადამიანს დაასაქმებს და ა.შ.

 

ვახტანგ კარიჭაშვილმა(საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე) 2023 წლის დასაწყისში ამ გზით და წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმით შეიძინა 70 ჰექტრამდე მიწა შიდა ქართლის რეგიონში.

 

ეს მიწა არ იყო საძოვარი, არც სახნავ-სათესი.

 

არც ე.წ. „გამყოფ ხაზს“ ესაზღვრება, როგორც გადაცემაში ახსენეს-ალაპარაკეს ერთი ადამიანი, და ამის გამო იქ მცხოვრებლები, ოკუპანტების მიერ ჩამოჭრილი ტერიტორიების გამო ისედაც მიწების გარეშე იყვნენ ვითომ დარჩენილი.

 

რაც შეეხება „ჩალის ფასს“ - აქაც სიცრუე გააჟღერეს, რადგან, შეძენილი მიწის ფასი არ არის 1ლარი - 1კვ.მ.

 

ფასი განისაზღვრა ზონალურად და ზოგან 1 ლარი გადაიხადა, ზოგან 1.10 ლარი და ზოგან - 1.30 ლარი.

 

რაც მთავარია!

 

რატომ არ მიუვარდნენ მელაძის ჟურნალისტები ჩვეულ სტილში ბიზნესმენს შეძენილ ტერიტორიაზე, რატომ არ ნახეს, რა გაკეთდა და მხოლოდ ოფისში ორწუთიანი მისვლით დაკმაყოფილდნენ?

 

მე ვიცი, რატომაც!

ვახტანგ კარიჭაშვილმა შეძენილ ტერიტორიაზე უკვე ჩაყარა და გააშენა 300 000 ძირი უნიკალური, საზღვარგარეთიდან შემოტანილი ფრანგული ჯიშის ვენახი.

 

ტერიტორიაზე, სადაც წყალი არასდროს ყოფილა, მოაწყო სარწყავი წყლის საქაჩი სისტემა და მდინარე მტკვრიდან რწყავს ვენახებს.

 

ადგილზე შენდება ღვინის ქარხანა.

 

მიბრძანდით, ნებისმიერი ნახავთ საკუთარი თვალით, რა გაკეთდა.

 

რატომ არ იკითხეს და გვითხრეს, რამდენი ადამიანი დასაქმდება ამ პროექტით?

 

რატომ არ შეკრეს თემა, რატომ არ მივიდნენ  ადგილზე და არ ანახეს ეს ყველაფერი ხალხს?

 

ბოლოს,

 

გადაცემაში ახსენეს ყურძნის სუბსიდირებით ვითომ „მოტეხილი“ 2 მლნ ლარი.

 

ვის ატყუებენ ესენი - მთავრობა ამ ფულს აძლევს ყურძნის გადამმუშავებელ საწარმოებს, რათა მან დამატებით გადაუხადოს გლეხს ჩაბარებული ყურძნის საფასური!

 

მე და (არამარტო) მაქვს პასუხი:

 

იმიტომ, რომ ესენი არიან საქართველოს მტრები,

 

არ უხარიათ ქვეყნისთვის გაკეთებული სიკეთე.

 

ის, რომ ამ ადამიანმა რუსეთში იშოვა ფული და თავის სამშობლოში ხარჯავს - მის პატრიოტიზმზე მეტყველებს!

 

წადი, ნოდარ, შეკვეთილში, ბაობაბები ნახე უფასოდ…“ - წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner