შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს.
„დანაშაულის აღკვეთისას ბრალდებულმა პოლიციელი დაჭრა.
ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ეს ადამიანები, პოლიციელები, ჩვენი და ჩვენი შვილების, ჩვენი მშობლების სიცოცხლის და უსაფრთხოების დასაცავად 24 საათის მანძილზე, ყოველ დღე, თავიანთ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ კრიმინალი და კრიმინალები დაამარცხონ! ამიტომ არის პოლიციელი გმირი და არასოდეს მოვერიდები ამის ხაზგასმას! მით უფრო, ჩვენს გარემოში, როცა პოლიციელის ძაგება, რატომღაც, თითქოს „კარგ ტონად" ითვლება, ვიდრე შექება... არადა, შესაქები ძალიან ბევრია... ეს საშიში ტენდენციაა... ამ მიდგომით, ჩვენ სინამდვილეში საკუთარ უსაფრთხოებას ვუთხრით ძირს და ვუპირისპირდებით... პოლიციელები გმირები არიან და მათ ეს ბევრჯერ დაუმტკიცებიათ!" - წერს პერტაია.