logo_geo
eng_logo
ზივზივაძემ შეცვლაზე ისევ გაიტანა - ქართველმა თავდამსხმელმა „კარლსრუეს“ ქულა გადაურჩინა
- +

3 დეკემბერი. 2023. 19:26

 

 

ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო პერიოდი აქვს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და „კარლსრუეს“ როსტოკის „ჰანზასთან“ ქულის გადარჩენაში დაეხმარა.

 

29 წლის ქართველი თავდამსხმელი წინა თამაშში დუბლის შესრულების მიუხედავად, მე-15 ტურის საშინაო დაპირისპირებაში კვლავ სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მხოლოდ 62-ე წუთზე თავისი კონკურენტის, ფაბიან შლოისენერის ნაცვლად გამოჩნდა. ამ დროისთვის სტუმრები 2:1-ს იგებდნენ.

 

ბუდუს 19 წუთი დასჭირდა, თავი რომ გამოეჩინა. 81-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა შანსით ისარგებლა, როსტოკის „ჰანზას“ კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, „კარლსრუემ“ ქულის გადარჩენა მოახერხა 2:2.

 

„კარლსრუემ“ 17 ქულა დააგროვა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამართული 15 ტურის შემდეგ მე-14 პოზიციაზეა. ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი დაუგროვდა და ამ ორ შეხვედრაში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე „კარლსრუეში“ გადასვლის შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner