„ხაზარაძის კმაყოფაზე მყოფი “ჭუტავიზია”, აგრძელებს ნაძირლობაში რეკორდების დამყარებას და კვლავ მიადგა ქართულ ჯარს დისკრედიტირების მიზნით“, - წერს სოციალურ ქსელში"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, თავდაცვის ძალების საკვების ხარისხთან და უნიფორმებთან დაკავშირებით ტვ "პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქართული ჯარი, ყველა კვლევის მიხედვით, მაღალი სანდოობით სარგებლობს საზოგადოებაში, შესაბამისად, "ტვ პირველმა", აღნიშნული უწყების დისკრედიტაცია გადაწყვიტა.
"ხაზარაძის კმაყოფაზე მყოფი “ჭუტავიზია”, აგრძელებს ნაძირლობაში რეკორდების დამყარებას და კვლავ მიადგა ქართულ ჯარს დისკრედიტირების მიზნით.
ჯარი ყველა კვლევებით, სანდოობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში და აბა “ტვ-პირველი” რისი მავნებელია, რომ ახალი კამპანია არ გამოეცხო.
ხაზარაძის ჯიბის საზოგადოება, მხოლოდ ტალახის სროლითა და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციითაა დაკავებული , რადგან სხვა საშუალება საკუთარი თავის რეალიზებისა არ აქვთ.
როგორც მენტალობით ნაძირალა ვერ გახდება დიდსულოვანი, ისე ვერ გადაიქცევა “ჭუტავიზია” რეალურ მედიად!
ასე გააგრძელეთ და რას მიიღებთ 2024-ში მაგასაც ნახავთ!", - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.