logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი დავით უსუფაშვილს: რომ ჩამწკრივდით და ეძლევით დასავლეთს, ოღონდ ახლა შემიყვანეთ პარლამენტშიო- ეს არ არის მარაზმი?“
- +

12 სექტემბერი. 2016. 03:16


 

პოეტი რეზო ამაშუკელი მიიჩნევს, რომ სამეგრელოში სანდრა რულოვსის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელება ქვეყნისთვის ძალიან საშიშია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანა ორ ნაწილად გაიხლიცება.



„ყველაზე დიდ ტკივილად მიმაჩნია ის, რომ შეიძლება ამ არჩევნებმა სამუდამოდ გახლიჩოს ერი. როდესაც მე მეუბნებიან, რომ არის მოსალოდნელი, ამ მფატრავმა ქალმა გაიმარჯვოს, მე ძალიან   მწყდება გული იმის გამო, რომ შეიძლება ამ არჩევებმა სამუდამოდ გახლიჩოს ერი! ეს არის ყველაზე უფრო საშიში და არა ის, თუ რამდენი ადამიანი მოხვდება პარლამენტში და რამდენი დაიკნავლებს იქ.

 

მიკვირს იმ საზოაგდო მოღვაწეების, თუ დარჩა ასეთი, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე.  ჭკვიანი სამეგრელო უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ამან შეიძლება მოიტანოს გამოუსწორებელი შედეგები. ძალიან ძნელი გამოსასწორებელი იქნება...

 

დამიჯერეთ, დაფიქრდით და თუ მე ამაში არ ვცდები, იქნებ დასკვნები გამოიტანოს იმ კუთხემ, რომელიც არის ძირძველი, უნიჭიერესი და ნამდვილი, სადაც მეგრულში ძველი ქართული ფორმებია შენარჩუნებული. მოვუწოდებ მთელ სამეგრელოს დაფიქრდეს ამაზე."- განაცხადა ამაშუკელმა და შემდგომ დავით უსუფაშვილს მიმართა:


„მინდა მივმართო ბატონ დავით უსუფაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან დიდი შეურაცხოფა მომაყენა თავის დროზე, პირადული, ეს გადავხარშე როგორც შემეძლო და მინდა ვკითხო...

 

თქვენ მე ერთხელ მიწოდეთ „ბებერი მარაზმატიკი" შეიძლება სიმართლეც არის ამაში, მაგრამ ეს ხომ არ წყვეტს ჩემი წვეყნის ბედს?

ის, რაც თქვენ ბრძანეთ ბოლოს, საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს აშშ-ის ბაზა, მე მგონია რომ მარაზმიც აღარ არის, ეს არის პირდაპირ ქვეყნის ღალატი.

 

რუსსაც კისერი უტეხია, ამერიკას, ყველას, ვინც ჩემს სამშობლოს უმტრობს. თქვენი გამოსვლა არის პირდაპირი ღალატი.

ცირკის ბოზებივით რომ ჩამწკრივდით და ეძლევით, ოღონდ ახლა შემიყვანეთ პარლამენტში და ოღონდ ახლა გადამარჩინე, ეხვეწებით დასავლეთს, ეს არ არის მარაზმი?"- მიმართავს ამაშუკელი უსუფაშვილს.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner