„მიმაჩნია, რომ მსგავსად, სხვა ღირსეული პროფესიებისა, მასწავლებლის პროფესია არცერთს არ ჩამოუვარდება, ამიტომ ის იმსახურებდა და იმსახურებს ასეთ მიდგომას”, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირასთან“ პედაგოგებისთვის ხელფასის მატების შესახებ საუბრის განაცხადა.
ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება.
„2023/2024 სასწავლო წელი მთავრდება 2024 წლის ივნისში. ჩვენ არ დაველოდებით არცერთ თვეს, არც ერთ დღეს, მეორე დღიდანვე, პირველი ივლისიდან გაიზრდება ხელფასი და სრული დატვირთვის პირობებში, ზრდა იქნება მინიმუმ 500 ლარით და მეტით. მინიმუმ 500 ლარს როცა ვამბობ, აქ ხშირ შემთხვევაში იგულისხმება 600, 700, 800-ლარიანი მატება და ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც გვჯერა, რომ ჩადებული ინვესტიციაა მასწავლებლებში, ვინაიდან მათ უზრუნველყონ უკეთესი, ხარისხიანი განათლება, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიტანს უკეთეს მომავალ თაობებს“, -აღნიშნა მინისტრმა.